22 დეკემბერი, 2014

ვასილ კიკნაძე 85 წლისაა

vasil124 დეკემბერს ცნობილ თეატრმცოდნეს, ახმეტელისა და მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატს ვასილ კიკნაძეს 85 წელი შეუსრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მოზარდმაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე შედგება რეჟისორ ლილი ბურბუთაშვილის სპექტაკლის „რექვიემის“ ჩვენება, რომლიც ერთი თვის წინ ვასილ კიკნაძის ნაშრომის „თეატრი სუკის არქივში“ მიხედვით დაიდგა.

წარმოდგენა ეძღვნება სანდრო ახმეტელის ცხოვრებისა და შემოქმედების მკველვარის, ვასილ კიკნაძის საიუბილეო თარიღს. თეატრალური პროექტი მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

საიუბილეო საღამოს დაესწრებიან თეატრისა და კინოს თვალსაჩინო წარმომადგენლები, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი.