29 დეკემბერი, 2014

ვახტანგ კიკაბიძე ფილმს გადაიღებს

bubbbbaaaaa2მომღერალი და მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე ახალი ფილმის გადაღებას აპირებს, რომელიც რუსეთ-უკრაინისა და რუსეთ-საქართველოს ომებზე იქნება.

ხელოვანმა მოლაპარაკებები უკვე დაიწყო სტუდია “კვარტალ 95”-ის უკრაინელ კომიკოსებთან, რადგან მათთან ერთად აპირებს ფილმის გადაღებებს.
ვახტანგ კიკაბიძის განმარტებით, ფილმის ძირითადი ხაზი რუსეთის უკრაინასთან და საქართველოსთან ომია.

“ჩვენმა ქვეყანამ ცოტა ხნით ადრე გამოსცადა ის სიტუაცია, რომელშიც ამჟამად უკრაინა იმყოფება. მსურს ყველას დავანახო, რა ხდება სინამდვილეში და ვინ არის აგრესორი. ვეეცდები, რომ ისეთი მწვავე საკითხი, როგორიც ომია, მაყურებელს კომიკურად მივაწოდო. ჯერჯერობით თანამშრომლობა მხოლოდ განხილვის სტადიაზეა, მაგრამ ვლადიმერ ზელენსკი აღიარებს, რომ პირადად მას იდეა ძალიან მოსწონს,” – აცხადებს ბუბა კიკაბიძე უკრაინელ ჟურნალისტებთან.

სტუდია “კვარტალ 95-“ის ლიდერი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ ამ პროექტით აღფრთოვანებულია:

“მე ვფიქრობ შეიძლება გამოვიდეს უკრაინულ-ქართული სურათი. იგი ძალიან ღრმაა. ჩვენ ხომ ქართველებთან ერთად რაღაც გადავიტანეთ. თუმცა, მათ ცოტა ადრე, ჩვენ უფრო გვიან. ეს ღრმა და სასაცილო ტრაგიკომედიაა. სურათი მიეძღვნება სხვა ქვეყნების თავისუფლებას, რომელთა ისტორიები ამ ორ ქვეყანასთან ძალიან ახლოსაა და თითქმის იდენტურია. ბუნებრივია, ახლა ჩვენ ყველანი პოლიტიკაზე ვსაუბრობთ და ყველაფერს ძალიან განვიცდით. ქართველები როგორ ნერვიულობენ უკრაინაზე! კიკაბიძემ მითხრა: მტერი ისაა, ვინც ჩვენს მიწაზე იარაღით მოდისო.”