12 დეკემბერი, 2014

“წერომ” გამარჯვებულები დააჯილდოვა

wლიტერატურულმა კონკურსმა „წერო“ გამარჯვებულები გამოავლინა და მწერალთა სახლში საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა. კონკურსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

პრემია “წერო” ლია ლიქოკელს გადაეცა მოთხრობისთვის “წყლის პირას, მურყნის ჭალაში”. მეორე პრემია მიიღო ჯაბა ზარქუამ მოთხრობისთვის “დახურული ქარხნების სინდრომი”, მესამე პრემია კი მიშა ბახსოლიანს მიენიჭა მოთხრობისთვის “სასაუზმე ბუდაპეშტი”.

საკუთარი რჩეული ნამუშევრები დაასახელა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ. მინისტრის მრჩეველმა ქეთევან დუმბაძემ რჩეული ნაწარმოების ავტორებს ლია ლიქოკელს, თეა თოფურიას და ლევან ლორიას კულტურის სამინისტროს მიერ დაწესებული საჩუქრები გადასცა. ტრადიციულად, დასახელდა ჟიურის რჩეული ნაწარმოებიც, ჟიურის პრიზი თეა თოფურიამ მიიღო მოთხრობისთვის „იაკობის ჭასთან“.

ლიტერატურული პრემია “წერო” 2006 წლიდან ტარდება. მისი გამარჯვებულები სხვადასხვა წლებში გახდნენ ვანო ჩხიკვაძე, ნათია ნაცვლიშვილი, ბაჩო კვირტია, დიანა ანფიმიადი, ირმა ტაველიძე, მარი ბექაური და ნათია როსტიაშვილი.