2 დეკემბერი, 2014

“წერო” მეორე ეტაპზე გადავიდა

wლიტერატურული კონკურსი „წერო“ მეორე ეტაპზე გადავიდა. კონკურსის 7 კაციანმა ჟიურიმ 14 საუკეთესო პროზაული ნაწარმოები უკვე დაასახელა. სწორედ ამ 14 ნაწარმოებიდან ახლა უკვე მკითხველი გამოავლენს 3 რჩეულს, რომელთა ვინაობაც 11 დეკემბერს, მწერალთა სახლში, დაჯილდოების ცერემონიალზე გახდება ცნობილი.
მკითხველს მეორე ეტაპზე გასული ნაწარმოებების წაკითხვა და შეფასება ლიტ.გე-ზე შეუძლიათ. შეფასებები 1-10 დეკემბრის პერიოდის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ამ შეფასებების საფუძველზე გამოვლინდება პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, რომლებიც შესაბამისად 3000, 2000 და 1000 ლარის ოდენობის ჯილდოებით დასაჩუქრდებიან.
პირველი ადგილის მფლობელს ასევე გადაეცემა კონკურსის სიმბოლო – ვერცხლის წერო. დაჯილდოების ცერემონიალზე დასახელდება ჟიურის რჩეულიც. ელექტრონული წიგნების მაღაზია ლიტ.გე ყველაზე აქტიურ მკითხველებსაც დააჯილდოვებს.