31 დეკემბერი, 2014

“ცეკვავენ ვარსკვლავები” ზურა მანჯავიძემ მოიგო

zzz222“ცეკვავენ ვარსკვლავების” მეხუთე სეზონი მომღერალმა ჯგუფ “ფორტეს” წევრმა ზურა მანჯავიძემ მოიგო.

ჟიურის წევრებმა ნინო სუხიშვილმა, სოფო შევარდნაძემ, შორენა გაჩეჩილაძე-ჩერტკოევამ და გოჩა ჩერტკოევმა ორივე ცეკვაში კონკურსანტებს თანაბარი ქულები დაუწერეს, საბოლოოდ მათ 78-78 ქულა დააგროვეს. ამიტომ გამარჯვებულის გამოვლენა მთლიანად ხალხის ასარჩევი გახდა.

პირველ ადგილზე გასულმა ზურა მანჯავიძემ მოიგო ბინა თბილისში, მეორე ადგილზე გასულ ნოდიკო ტატიშვილს კი ახალთახალი ავტომობილი გადაეცა. სამახსოვრო პრიზებით პროექტის პარტნიორებმა კონკურსის სხვა მონაწილეებიც დააჯილდოვეს.

“ცეკვავენ ვარსკვლავების” პირველი სეზონი სამორი ბალდემ მოიგო, მეორე სეზონი რუსკა მაყაშვილმა, მესამე სეზონი ქეთი ხატიაშვილმა, მეოთხე სეზონი მარიამ კუბლაშვილმა. მეხუთე სეზონის გამარჯვებული კი ზურა მანჯავიძე გახდა.