21 დეკემბერი, 2014

თეატრალური უნივერსიტეტი მოკლე ფილმების ფესტივალს მასპინძლობს

fr2საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი 21 დეკემბერს ატარებს მოკლე ფილმების ფესტივალს სახელწოდებით “ყველაზე მოკლე დღე”.

ფესტივალის პროგრამაშია ფილმები “ტრანზიტში” (სედრიკ კლაპიში), “თხუთმეტი წლის ქვრივები” (ჟან რუში), “ყველა ბიჭს ჰქვია პატრიკი” (ჟან-ლიუკ გოდარი), “როკის სახსოვრად) (ფრანსუა რაიხენბახი). მაყურებელთა სურვილის შემთხვევაში პროგრამა შეიძლება შეივსოს შემდეგი ფილმებით: “აისა” (კლემან ტრეინ-ლალანი), “გადახვევა პანამაში” (კარინ მე, ჰაკიმ ზუანი), “ეს სინათლესთან ერთად დადგება” (ლუსი ბოდინო), “შოპინგი” (ვლადილენ ვიერნი).

ფილმები ნაჩვენები იქნება ინგლისური სუბ-ტიტრებით და მათზე დასწრება თავისუფალია.