6 დეკემბერი, 2014

თბილისის კინოფესტივალმა გამარჯვებულები დაასახელა

2თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალმა, რომელიც წელს უკვე 15-ედ ჩატარდა, დახურვის საზეიმო ცერემონიალი გამართა და გამარჯვებულები დაასახელა.

უილრიხ და ერიკა გრეგორებს ფესტივალის მესვეურებმა ღირსების ორდენები გადასცეს. რაც შეეხება ნომინაციებს, პრომეთე საუკეთესო რეჟისურისთვის ეროვნულ კონკურსში ნუცა ალექსი მესხიშვილს მიენიჭა ფილმისთვის “კრედიტის ლიმიტი”. პრომეთე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადაეცა მარი კიტიას ფილმისთვის “პატარძლები”. პრომეთე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის (ეროვნული კონკურსი) მიენიჭა ილიას სალმანს “სიმინდის კუნძული”.

ვერცხლის პრომეთე საუკეთესო რეჟისურისთვის მიიღო იურის კურსიეტისმა ფილმისთვის “მოდრისი”, ოქროს პრომეთე საუკეთესო ფილმისთვის გადაეცა მიროსლავ სლაბოშპიტსკის ფილმს “ტომი”.

ხელოვნებისა და კულტურათაშორისი დიალოგის საერთაშორისო ფონდის მიერ დაწესებული სერგო ფარაჯანოვის სახელობის პრიზი განსაკუთრებული პოეტური ხედვისათვის მიენიჭა ფილმს “ტომი”.

ლაშა ცქვიტინიძის “მე ვარ ბესო” ეროვნული კონკურსის გამარჯვებული ფილმი გახდა. ეროვნულ კონკურსში გამარჯვებული ფილმის “მე ვარ ბესოს” ავტორებს ქართული პანორამის სპონსორ პაშა ბანკის მიერ 2015 წლის ბერლინის კინოფესტივალის საგზური გადაეცათ.