საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციული კორპუსის საგამოფენო დარბაზში 27-28 დეკემბერს იმართება წიგნის გამოფენა სახელწოდებით: „წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“.
საქართველოში ამჟამად არსებობს 613 საჯარო ბიბლიოთეკა, რომელთა წიგნადი ფონდი ბოლო წლების განმავლობაში ბიბლიოთეკების მცირე ბიუჯეტის გამო. პრაქტიკულად არ შევსებულა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილია სოფლის ბიბლიოთეკებისათვის გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი უახლესი ქართული გამოცემები. ბიბლიოთეკებს საშუალება ეძლევათ თავად გააკეთონ არჩევანი და შეიძინონ სასურველი ლიტერატურა, თითოეულ ბიბლიოთეკაზე გამოყოფილია 500 ლარი ვაუჩერის სახით. პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებითა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ორგანიზებით.
როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ განაცხადა:
“დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გრანდოზული ამბავი მოხდა: საქართველოს პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით საქართველოს სოფლის ყველა ბიბლიოთეკას წიგნებისთვის 500 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.”