26 დეკემბერი, 2014

Sophie Villy ახალ წელს ბუდა ბარში იმღერებს

Sophiქართველი მომღერალი Sophie Villy 31 დეკემბერს ახალი წლის ღამეს თბილისის ბუდა ბარში კონცერტს გამართავს. კონცერტი სახელწოდებით New Year Unplugged ფონდ ავტოგრაფის ორგანიზებით ეწყობა.

ლოს ანჟელესის, ნიუ-იორკის, ლონდონის, ბერლინის, ბუდაპეშტის, კიევის და სხვა მრავალი ქალაქის შემდეგ, მსოფლიოს ექვსეულში შემავალი ქართველი მუსიკოსი Sophie Villy მსმენელის წინაშე სპეციალური პროგრამით წარსდგება.
Sophie Villy-ს ნამდვილი სახელი და გვარი სოფი ხუციშვილია, ის 25 წლისაა, უკრავს გიტარასა და ფორტეპიანოზე, არის მომღერალი და კომპოზიტორი.ის მოღვაწეობს საქართველოსა და უკრაინაში, მღერის ინგლისურ ენაზე. სოფი ასევე არის ქართული, ფრანგული, ამერიკული და უკრაინული ფილმების საუნდტრეკების ავტორი.

სოფის მამა მუსიკოსია, დედა დიზაინერი. სოფის მამა დათო წარმოშობით საქართველოდანაა, ხოლო დედა მილი უკრაინიდან. სოფიმ სიმღერა სამი წლის ასაკიდან დაიწყო. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, თავდაპირველად ფორტეპიანოზე სწავლობდა დაკვრას, თუმცა ოთხი წლის შემდეგ გიტარაზე გადავიდა. 14 წლის ასაკში დაიწყო სიმღერების წერა, 16 წლისა კი თბილისის კლუბებში მღეროდა მეგობართან, გიტარისტ ირაკლი მეტრეველთან ერთად.

5-დან 15 წლამდე სოფო სპორტშიც მოღვაწეობდა, კერძოდ წყალში ხტომაში. მოიგო Euromeeting 2002, რომელიც სტრასბურგში ტარდებოდა; აგრეთვე მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა შეჯიბრებებში გერმანიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, საბერძნეთში, უნგრეთსა და საფრანგეთში. მუხლის ტრავმის გამო სოფი სპორტიდან წამოვიდა.

Sophie Villy-ს ჩაწერილი ალბომები დიდი პოპულარობით სარგებლობს მსმენელში. მისი ალბომი DRESS უკრაინის 2014 წლის 10 საუკეთესო ალბომს შორის მოხვდა.