1 დეკემბერი, 2014

სოფი ლორენის კაბა მილიონად გაიყიდა

7მსოფლიოში ულამაზესი ქალბატონის სოფი ლორენის კაბა მილიონად გაიყიდა. ექსკლუზიურ საქველმოქმედო აუქციონზე, რომელშიც სხვა ცნობილი ადამიანების პირადი ნივთებიც იყო გასაყიდად გამოტანილი, თანხა ფონდისთვის “ფედერაცია” შეგროვდა.

აუქციონს ესწრებოდნენ მსოფლიოში ცნობილი ხელოვანები, მათ შორის იმყოფებოდა მსახიობი ჟაკლინ ბისეტი, მომღერალი ლუ ბეგა, კალათბურთელი დენის როდმანი, ეგვიპტელი მსახიობი ომარ შარიფი და სოფი ლორენის შვილი კარლო პონტი.

აუქციონზე გაიყიდა კევინ კოსტნერის გიტარა, ორნელა მუტის კაბა, ხულიო ეგლესიასის მიერ აუქციონისთვის შეთავაზებული სტადიონის მოდელი, მაიკ როდმანის კალათბურთის ბურთი და ფორმა და კიდევ 19 ლოტი.

წიგნი “ექიმი ჟივაგო” ომარ შარიფის ხელმოწერით 157 ათასად გაიყიდა, სილვესტერ სტალონეს კრივის ხელთათმანები და ავტოგრაფიანი სურათი 250 ათასად, ეროს რამაზოტის გიტარა 300 ათასად. ყველაზე ძვირად სოფი ლორენის კაბა გაიყიდა არმანის კოლექციიდან, ის მილიონად შეფასდა.

70 წლის ჟაკლინ ბისეტმა აუქციონზე დედის მიერ ნაჩუქარი სამკაულები გაიტანა, რომელიც 400 ათასად გაიყიდა. რა თანხა შევიდა აუქციონიდან საქველმოქმედო ფონდში, ცნობილი 6 დეკემბერს გახდება. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, შეგროვილი ფული მიუსაფარ ბავშვთა სახლებს გადაეცემა.