6 დეკემბერი, 2014

შვარცნეგერი ტერმინატორში დაბრუნდა

ter1ჰოლივუდის მსახიობი არნოლდ შვარცნეგერი ტერმინატორში დაბრუნდა. ახალ ფილმს “ტერმინატორი: გენეზისი” ჰქვია და ის კინოგაქირავებაში მომავალი წლის პირველ ივლისს გამოვა, შემდეგ კი ფილმის კიდევ ორი ნაწილი იქნება გადაღებული. მათი პრემიერები 2017 და 2018 წლებშია დაგეგმილი.

არნოლდ შვარცნეგერი ტერმინატორს დიდი ენთუზიაზმით დაუბრუნდა, სპორტდარბაზში აქტიური ვარჯიში დაიწყო, დიეტაზე დაჯდა და ფეისბუქში ტერმინატორისთვის გახსნილ სპეციალურ გვერდზე მომხმარებლებთან ინტერაქტივშიც ჩაერთო. ფანების შეკითხვებს მსახიობი გულწრფელად პასუხობდა და იმასაც უყვებოდა, როგორ იმუშავა თავის ახალ პარტნიორთან ემილი კლარკთან ერთად:

“როცა პირველ ტერმინატორს ვიღებდით, მაშინ ამდენი ტექნოლოგიური სიახლე არ იყო, ახლა მსოფლიო ბევრად წინ წავიდა და ჩვენც ფეხი ავუწყეთ.”

ინტერნეტში უკვე გავრცელდა ახალი ტერმინატორის ტრეილერი, რომელსაც ათასობით ნახვა და მოწონება აქვს.