“შობის ზღაპარი” ხელოვნების სასახლეშია

shoba324 დეკემბერს ხელოვნების სასახლეში გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით “შობის ზღაპარი”, სადაც გამოიფინება ნინო ჩაკვეტაძის, ნანა ყაულაშვილის, მაია თოიძის, მანანა ყიფიანის, ეკა ჯაფარიძის და სხვა მხატვრების ხელნაკეთი ნივთები.

გარდა ამისა, სასახლეში სპეციალური ექსპოზიციაც გაიხსნება, სადაც სასახლის უნიკალური ნივთები იქნება წარმოდგენილი:

“თუ გსურთ იხილოთ XIX საუკუნის ნამდვილი საახალწლო სუფრა, აუცილებლად ეწვიეთ ხელოვნების სასახლეს. მასპინძლობას ცნობილი კინოგმირები ქაბატო “ქეთო და კოტედან” და თავადი ავთანდილი “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” გაგიწევენ. XIX საუკუნის საზეიმო სუფრა ძვირფასი მემორიალური ჭურჭელით მომზადდა, მათ შორისაა: დავით სარაჯიშვილის ,,ღვინის ბოკალი”, იაკობ გოგებაშვილის ,,სადილის სერვისი”, გრაფ ოლდენბურგის ,,ლუდის კათხა”, ეკატერინე ჭავჭავაძის ,,ვერძი”, სოლომონ II-ის ნაქონი ლურჯი ფერის სუფრა. ამ ექსპოზიციის მიზანია აღადგინოს და დამთვალიერებელს შესთავაზოს ნამდვილი ქართული სუფრის ტრადიციები,” – აცხადებს ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი გიორგი კალანდია.