7 დეკემბერი, 2014

სარა ჯესიკა პარკერი ოსკარით დააჯილდოვეს

sara1მიუხედავად იმისა, რომ ოსკარების დაჯილდოებამდე ჯერ კიდევ ორი თვეა დარჩენილი, მსახიობი სარა ჯესიკა პარკერი ამ საპატიო პრიზით უკვე დააჯილდოვეს.

ნიუ იორკში ჩატარდა ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი Fashion Footwear Awards, რომელსაც ამერიკელები მეორენაირად ფეხსაცმელების ინდუსტრიის ოსკარსაც უწოდებენ. სარა ჯესიკა პარკერმა ეს ჯილდო ფეხსაცმლის იმ კოლექციისთვის წარმოებისთვის მიიღო, რომლის გამოშვებაც ამ წლის დასაწყისში დაიწყო და ფეხსაცმლის ხაზს თავისი სახელისა და გვარის პირველი ასოები SJP უწოდა.

დაჯილდოების ცერემონიალი ნიუ იორკში 26-ედ ჩატარდა, დაწესებული ჯილდო გადაცათ დიზაინერებს, რომლებიც აწარმოებენ არა მარტო ლამაზ ფეხსაცმელს, არამედ ამავე დროს კომფორტულსა და ხარისხიან. ასევე ფეხსაცმელების ოსკარს იღებენ ის დიზაინერები, ვინც იმ წელს გამოუშვა საინტერესო და ორიგინალური კოლექცია, მყარად დაიმკვიდრა ადგილი ბაზარზე და დიდი ფინანსური შემოსავალიც მიიღო.

სარა ჯესიკა პარკერი ფეხსაცმელების ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალზე მოხვდა ისეთი ცნობილი ფეხსაცმლის დიზაინერების გვერდით, როგორებიცაა ჯუზეპე ზანოტი, ნიკოლას კირკვუდი და სტიურატ ვაიცმანი. ჰოლივუდელი მსახიობის მიერ წარმოებულმა ფეხსაცმლის კოლექციამ გაიმარჯვა ნომინაციაში “წლის წარმოება”.

დაჯილდოების ცერემონიალისთვის გაშლილ სპეციალურ წითელ ხალიჩაზე “სექსი დიდ ქალაქში”-ს მსახიობი შავ კაბაში გამოცხადდა, რომელსაც გამჭვირვალე დეტალები კიდევ უფრო ალამაზებდა. რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო, მას თავისივე წარმოების ფეხსაცმელი ეცვა, რომელსაც იმ გმირის სახელი უწოდა, რომელიც მან ფილმში “სექსი დიდ ქალაქში” განასახიერა.