28 დეკემბერი, 2014

საყდრისი ისევ ააფეთქეს

Sakdrisi_gold_mine1ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია ავრცელებს სპეციალურ განცხადებას, სადაც წერს, რომ საყდრისი კიდევ ორჯერ ააფეთქეს:

“საყდრისი კიდევ ორჯერ ააფეთქეს! ვიდრე ლიცენზიას ვადა გაუვა, ძეგლის ბოლომდე განადგურება უნდათ. ფიქრობენ, რომ ამით მოგვიცილებენ. აფეთქებები უკანონოა, ზურგს კი პატარა ირაკლი უმაგრებთ. საპარლამენტო კულტურის კომიტეტის მოსმენა, რომელიც ორშაბათისთვის იყო დაგეგმილი, აღარ ჩატარდება. გადადეს. შეიძლება საყდრისს ვეღარ ვუშველოთ, განწირულია ამით კაზრეთიც, მაგრამ ეს ყველაფერი არ ეპატიება არც ერთ დამნაშავეს და ქართულ ოცნებას, რომელმაც სამუშაოების შეჩერებას ხმა არ მისცა და საგამოძიებო კომისიის შექმნასაც ეწინააღმდეგება. კიდევ ერთხელ მოვითხოვ კომიტეტის მოსმენის დანიშვნას. ვერსად დაიმალება ვერც მინისტრი, ვერც ანთიძე, ვერც კიღურაძე. ბოლო-ბოლო სტრასბურგში წავალთ! ისე კვირაცხოველზე რომ ეკლესიაა ძველი, თუ აფეთქდა ისიც, იქნებ მერე მაინც გაღიზიანდეს ის საქართველო, რომლისთვისაც ძეგლი მხოლოდ საყდარია. როგორც კბილაშვილი ფიქრობს.”