14 დეკემბერი, 2014

საქართველოს სიმფონიეტა ქუთაისში დაუკრავს

ggg119 დეკემბერს ქუთაისის ოპერის თეატრი კლასიკური მუსიკის ფესტივალს გამართავს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სინფონიეტა.

სოლისტების ამპლუაში მსმენელის წინაშე წარსდგებიან ლიზა იაკობსი (ვიოლინო), ქეთევან როინიშვილი (ჩელო), ლევან ცხადაძე (კლარნეტი), შმავონ გრიგორიანი (ფაგოტი), დირიჟორი ლევან ცხადაძე.

საფესტივალო კონცერტზე აჟღერდება მოცარტის, ბრუხის, ლოკატელისა და მენდელსონის ნაწარმოებები.