27 დეკემბერი, 2014

სამართლიანად გადაწყვიტეთ ქართული ფილმის პრობლემები!

qart2სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თამაზ ორაშვილი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგან ქართულ ფილმთან დაკავშირებული პრობლემების დროულად გადაჭრას ითხოვს:

“ქართული ფილმის ანგარიშს რატომ არ ითვალისწინებთ ბატონო მინისტრო?….. ქართულ ფილმს 100 წლის ისტორია აქვს და თქვენ იდეოლოგიურ ჩამოყალიბებაზე (თავის დროზე) დიდ გავლენასაც მოახდენდა…. 18 თვეა ვერა და ვერ გადაგიწყვეტიათ პრობლემა ქართულ ფილმში…. რატომ?… იმიტომ რომ ეკონომიკის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები ორი დეპუტატის გავლენის ქვეშ მოექეცით და იცავთ მათ ინტერესებს… თქვენ გგონიათ ქართულ ფილმში არ იყვნენ დასაქმებული ადამიანები? თქვენი დაუფიქრებელი გადაწყვეტილებით 60 ადამიანი დაითხოვეთ სამსახურიდან…. შემდეგ ისევ იმ ორი დეპუტატის კარნახით დანიშნეთ ვიღაც ამერიკელი მოქალაქე გვარად სული… (ცნობისთვის საქართველოშია დაბადებული).. ისიც არ გადაგიმოწმებიათ ვინ იყო რა გაუკეთებია ან რას გააკეთებდა….მას შემდეგ გავიდა 18 თვე და მან გააპარტახა ჩვენს მიერ აქამდე მოტანილი 100 წლის “ქართული ფილმი”….. ისე გაუშვეს დირექტორობიდან თქვენ არც კი გაგიგიგათ…. ახლა კი ყოველ ორშაბათს გვპირდებით ამ კვირაში აუცილებლად გადაწყვეტილებას მივიღებთო…. ბატონო მინისტრო თქვენ პატიოსან სიტყვას ბზარი გაუჩნდა მას შემდეგ მართლაც რომ რამდენი პარასკევი გავიდა, ვეღარ ვითვლით…
ახლა კი თითო დასაქმებულ ადამიანების გაპიარებაზე უამრავ ენერგიას და დროს ახმართ …. კლიპებსაც კი იღებთ… ქართულ ფილმს კი უამრავი ადამიანის დასაქმება შეუძლია ბატონო მინისტრო…. ასე რომ, დროზე და სამართლიანად გადაწყვიტეთ ქართული ფილმის პრობლემები…. დაუბრუნეთ მათ კუთვნილი წილის 1/3, ეს თქვენი არ არის გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ….. და კიდევ ძალიან გთხოვთ გამოდით იმ ორი დეპუტატის გავლენიდან ეს თქვენ ძალიან არ გიხდებათ….”