სალომე ბაკურაძემ “ერთი ერთში” მეექვსე ტური მოიგო

2მუსიკალური პროექტის “ერთი ერთში” მეექვსე ტური წარმატებული სალომე ბაკურაძისთვის აღმოჩნდა. მის მიერ განსახიერებული სილო გრინი ჟიურის და ტელემაყურებლის ფავორიტი გახდა. სალომეს ჟიურის სამმა წევრმა უმაღლესი 12 ქულა დაუწერა. ჟიურის მეოთხე მოწვეული წევრი დიზაინერი ანუკი არეშიძე იყო. სისიმ 12 ქულა ნინი წიკლაურს დაუწერა, რომელმაც ნატო მეტონიძე განასახიერა.

საბოლოო შედეგებით პროექტის ლიდერია სალომე ბაკურაძე 342 ქულით, მეორე ადგილზეა ნინი წიკლაური 291 ქულით, მესამე ადგილოსანია თემო საჯაია 258 ქულით და მეოთხე ადგილი უკავია ზურა ჯავახიას 246 ქულით.

მეშვიდე ლაივკონცერტისთვის პროექტის წამყვანმა კახა კინწურაშვილმა მომღერლები ლოტოტრონთან მიიწვია, რომელმაც მათ ახალი მსოფლიო ვარსკვლავები წარუდგინა, გოგა მესხი ჯო კოკერი იქნება, ზურა ჯავახია ელვის პრესლი, ლიზა ყენია ელტონ ჯონი, გიორგი სუხიტაშვილი ბარბარა სტრეიზანდი, თემო საჯაია რობი უილიამსი, ნუკა კვალიაშვილი სტივ უანდერი, ნინი წიკლაური კეტი პერი და სალომე ბაკურაძე მანანა თოდაძე.