31 დეკემბერი, 2014

როგორია თხის წელი სიყვარულისთვის?

lll2რამდენიმე საათში ახალი 2015 წელი დადგება. როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აცხადებს, მომავალი წელი სიყვარულისთვის იდეალურია.

მიხეილ ცაგარელი:

“2015 წელი იდეალურია ქორწინებების, სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ბავშვის გასაჩენად და ბავშვებთან ურთიერთობისთვის. პარტნიორულ ურთიერთობებს გააუმჯობესებთ კომპლიმენტებით, საჩუქრებით და ერთობლივი მოგზაურობით. 26 თებერვალს მზის შეერთება ნეპტუნის პლანეტარულ ენერგიასთან ხელს შეუწყობს სასიყვარულო ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აღმასვლას, ახალ ნაცნობობას და კონტაქტებს. წელს საჭიროა სწრაფი რეაქციის გამოვლენა ყველა სახის ცვლილებების მიმართ, უნდა ისწავლოთ სხვისი მოსმენა და საკუთარი აზრის კორექტირება. თხა სიმშვიდის და სიკეთის სიმბოლოა და რაც მთავარია, იგი მეტად იღბლიანია, ამიტომ ალბათობა იღბლიანობისა წელს საგრძნობლად მოიმატებს და ფორტუნა არაერთხელ გაგიღიმებთ.

2015 წლის დასაწყისისას ანუ 31 დეკემბერს საღამოს ადამიანები იგრძნობენ შინაგან სურვილს, მათ ცხოვრებაში ცვლილებების შეტანისა. ეს სურვილი სპონტანურად არ გაჩნდება. იგი წარმოიქმნება მარსსა და იუპიტერს, აგრეთვე მზისა და ურანის პლანეტარული ენერგიების ზეგავლენის შედეგად. პლანეტა ვენერა 3 იანვარს გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოში და ამით შემოიტანს ჩვენში ოპტიმიზმსა და რწმენას იმისა, რომ ყველაფერი ჩაფიქრებული ასრულდება. აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ხის სტიქიის თხის ჩინურად ანუ ცხვრის იაპონურად წელიწადი დაიწყება მხოლოდ 19 თებერვლიდან, იქამდე ამ პერიოდის სრული ბატონ-პატრონი რჩება ცხენის ზოდიაქო, აქედან გამომდინარე, რას გვიქადის იგი: იანვარში ბევრ ჩვენთაგანს ელოდება ცვლილებები კარიერულ საკითხებში, მათ შორის, ახალი პერსპექტიკული თანამდებობა, ხელფასის მომატება, წარმოების გაფართოება, საკუთარი საქმის, ბიზნესის დაწყება და ა.შ. 14 იანვარს ურან-მერკურის ზეგავლენის შედეგად, შესაძლებელი იქნება ახალი გეგმების დასახვა, რომლებიც პრაქტიკულ და შესრულებად სახეს მიიღებენ. აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით, ცხენს უყვარს დღესასწაულები, მხიარულება, კონკურსები, თამაშები, იუმორი, ამიტომაც იანვარში და თებერვლის პირველ ნახევარში მეტად მოაწყვეთ შეხვედრები მეგობრებთან, ნათესავებთან, მიიღეთ მონაწილეობა გასართობ ღონისძიებებში, დაარიგეთ კომპლიმენტები. ცხენი დააფასებს მის ასეთ გაცილებას და რაიმე სახით კიდევ გაგახარებთ. 19 თებერვალს, კი მაშინ, როცა ცხენი დათუმობს თავის ადგილის თხის ზოდიაქოს, ეს მოვლენა იქნება დაკავშირებული ახალმთვარეობასთან თევზების ზოდიაქოში და ჰარმონიული ურთიერთობით მერკურის და სატურნის პლანეტებისა, რაც ხელს შეუწყობს ამ დღეს ჩაფიქრებული სურვილების შემდგომ ასრულებას. ხის სტიქიის თხა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მოამაგე და სენტიმენტალურ რომანტიკოს ნიშნად აღმოსავლური ჰოროსკოპისა. ისეთი თვისებები, როგორიც არის აქტიურობა, ენერგიულობა, შეუპოვრობა დამახასიათებელი ცხენისთვის, თხის წელიწადში დაკარგავენ თავის მნიშვნელობას. თხის მოთხოვნებში შედის მაღალი მორალურ-ეთიკური იდეალები, ქველმოქმედება, გულუხვობა, თანაგრძნობა, ყურადღება, კომენიკაბელურობა, ხოლო პრინციპი “რაც მეტად გასცემ, მით უფრო მეტს მიიღებ”, გახდება ყველასთვის აქტუალური.

მთელი 2015 წლის განმავლობაში ჩვენ შევიგრძნობთ თანმიმდევრულ ზეგავლენას გიგანტი პლანეტების სატურნისა და იუპიტერისა. ისინი მეტ წარმატებებს მოუტანენ მათ, ვინც არ გაურბის შეუპოვარ შრომას და არ იხევს უკან სირთულეების წინაშე. იმისათვის, რომ თქვენი კარიერა იღბლიანად წარიმართოს, ეცადეთ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი მოვლენები – მოლაპარაკებები, გასაუბრება, ახალ სამსახურში გადასვლა, ხელშეკრულებების დადება 19-26 თებერვლის, 10-11 მარტის, 31 მარტის, 22 აპრილის, 12 ივნისის, 26-29 აგვისტოს, 6-16 ოქტომბრის, 13-17 ნოემბრის, 14-21 დეკემბრის პერიოდებში. წლის განმავლობაში თვალშისაცემი იქნება თხის კეთილსინდისიერება, წინა წლებისგან განსახვავებით. წინა პლანზე წამოიწევს პირდაპირობა ხასიათისა. თხის წელიწადში დიდი მნიშვნებობა ენიჭება მეგობრულ ურთიერთობებს, თუმცა სწავლა ასეთ წლებში უფრო რთული ხდება, ინტელექტუალური შესალებლობების შემცირების ფონზე, ამიტომაც მოსწავლეებსა და სტუდენტებს მეტი ძალისხმევა მართებთ, მოიმატებს სიზარმაცეც.

რადგან თხა (ცხვარი) ფსიქოტიპით მშვიდობიანია და ოცნებობს ლამაზ ცხოვრებაზე და ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტები იწვევენ მის გაღიზიანებას, ამიტომაც მაღალია შესაძლებლობა იმისა, რომ 2015 წელს პოლიტიკური სიტუაცია მსოფლიოში მეტად დასტაბილურდეს. ამასთანავე შესაძლებელია და მოსალოდნელია ვალუტის კურსის მკვეთრი რყევა, განსაკურებით წლის პირველ ნახევარში. 2015 წელს ახალ დონეს განვითარებისა მიაღწევენ ეკონომიკის ისეთი დარგები როგორიც არის სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, კვების მრეწველობა. მოსალონელია კონსტრუქციული ცვლილებების განხორციელება განათლებისა და კულტურის სფეროებში, ფორტუნა გაუღიმებს შემოქმედებითი პროფესიების ადამიანებსაც, მხატვრებს, მუსიკოსებს, მსახიობებს, მეტი მოთხოვნილება იქნება საზოგაოებაში დიზაინერების, არქიტექტორების, ფსიქოლოგების, კულინარების, მებაღეების, ფერმერების მიმართ. თხის წელიწადში ტრადიციულად კარგი მოსავალია.