30 დეკემბერი, 2014

როგორ შევხვდეთ 2015 წელს?

cagareli2ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი განმარტავს, რომ ახალი 2015 წელი ჩინურად თხის, იაპონურად კი ცხვრის წელიწადია:

“2015 წლის 19 თებერვლიდან დაიწყება ხის სტიქიის, მწვანე ფერის, ინ ენერგიის, ჩინურად თხის, იაპონურად ცხვრის ზოდიაქოს წელიწადი. წლის რიცხვია 3. კარგი იქნება თუ ახალი წლის დაწყების წინ ჯერ ჩვენებურად 31 დეკემბერს და შემდგომ 19 თებერვალს აანთებთ მწვანე, წითელი ან ყვითელი ფერის 3 სანთელს. აზრობრივად ეცადეთ მათ გაატანოთ წინა წლის თქვენი ყველა უსიამოვნება და სთხოვოთ ამ ანთებულ სანთლებთან თქვენს მფარფელ ანგელოზებს, რომ შემდეგი 2015 წელიწადი იყოს ფეხბედნიერი და სიყვარულით აღსავსე. ამ ანთებული სანთლებით შეხვდით ახალ წელს, შეგიძლიათ ისინი ანთებულ მდგომარეობაში დატოვოთ დაძინებამდე ან ჩაქრობამდე. 31 დეკემბერს, რადგან ჯერ კიდევ გრძელდება ცხენის წელიწადი, ე.ი. მას უნდა შევხვდეთ ისევე, როგორც შარშან, მხიარულად, იუმორით, აქტიურად, ცეკვებით და სიმღერებით. თუ სახლში ხვდებით ახალი წლის დადგომას, მაშინ კარგი იქნება ბავშვებთან ერთად წლის შეხვედრა, რადგან ითვლება, რომ ცხენი ბავშვების მფარველია. მისაღებია შუშხუნების და სხვა ხმაურიანი ინსტრუმენტების გამოყენება. 19 თებერვალს როდესაც წლის მასპინძელი ხდება თხა, რომელსაც არ უყვარს ზედმეტი ხმაური, უმჯობესია უფრო თავშეკავებულად შეხვდეთ წელიწადის დადგომას. 31 დეკემბერს მაგიდაზე უნდა განალაგოთ როგორც თხის, ასევე ცხენის ფიგურები, რათა პატივი ვცეთ ორივე მასპინძელს, ხოლო 19 თებერვლიდან კი მაგიდაზე დარჩება მხოლოდ თხის სიმბოლური გამოსახულება.”