1 დეკემბერი, 2014

რობერტ სტურუას ბათუმში ელოდებიან

4რეჟისორ რობერტ სტურუას ბათუმში ელოდებიან. 2 დეკემბერს რუსთაველის თეატრი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ საგანმანათლებო-სახელოვნებო პროექტს ,,სტურუას შექსპირის სამყარო“, ამიტომაც ბათუმი რეჟისორ რობერტ სტურუას მასპინძლობს.

უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შედგება რობერტ სტურუას სპექტაკლის ,,ჰამლეტი“ ვიდეოჩვენება, გამოიფინება რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცული ფოტო მასალა, რომლებიც რობერტ სტურუას შექსპირულ დადგმებს ასახავენ.

,,სტურუას შექსპირის სამყარო“ ახალგაზრდებისთვის უფრო მიმზიდველს და საინტერესოს გახდის შექსპირის ტექსტების და თეატრალური დადგმების შესწავლასა და შემდგომ კვლევას. ღონისძიება უილიამ შექსპირის დაბადებიდან 450 წლის იუბილეს ეძღვნება და სტუდენტების ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას ითვალისწინებს. პროექტის ავტორი ფილოლოგიის დოქტორი დავით მაზიაშვილია.