31 დეკემბერი, 2014

რა ფილმებს უყურებს მსოფლიო ახალ წელს?

tv1ახალ წელს ყველა ქვეყნის მაყურებელს თავისი გამორჩეული საახალწლო ფილმი აქვს, რომელსაც განწყობის ასამაღლებლად ტრადიციულად უყურებს.

“არტინფო” გთავაზობთ იმ ფილმებს, რომელთა ყურებასაც მსოფლიო მოსახლეობა უპირატესობას ანიჭებს.

საფრანგეთში ახალი წლის ღამის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია ”Le père Noël est une ordure”, რომელიც 1982 წელს არის გადაღებული. მიუხედავად ფილმის ასეთი “ასაკისა”, მისი ყურება ფრანგებს მაინც არ სწყინდებათ.

დიდ ბრიტანეთში ახალ წელს მოსახლეობა 2003 წელს გადაღებულ ფილმს ”Love Actually” უყურებს. ეს ტრადიციაა, რომელსაც ინგლისელები თითქმის არ არღვევენ.

აშშ-ის მოსახლეობის გამორჩეულად საყვარელი ფილმია ”Home Alone”. მიუხედავად იმისა, რომ ის 1990 წელს არის გადაღებული და თითქმის ყველა ამერიკელმა უკვე ზეპირად იცის, მათთვის ამ ფილმის გმირის სასაცილო ისტორიების ყურება მოსაბეზრებელი არა და არ გახდა.

იტალიელების საყვარელი საახალწლო ფილმია 1966 წელს გადაღებული “The christmas that almost wasn’t”.

ფინეთში ახალ წელს უყურებენ ფილმს “Rare Exports: A Christmas Tale”, ის 2010 წელს არის გადაღებული და ფინელების აზრით, ახალი წლის ღამეს განსაკუთრებულად უხდება.

გერმანიაში საახალწლოდ პოპულარულია 1963 წელს გადაღებული ფილმის ”Dinner for One” ნახვა.

ნორვეგიელების რჩეული ნამუშევარია ახალ წელს ”Reisen Til Julestjernen”. ფილმი პირველად 1976 წელს გადაიღეს, მოგვიანებით კი 2012 წელს ფილმის ახლებური ვერსიაც შეიქმნა.

საქართველოში საახალწლო განწყობას ყველაზე მეტად ფილმი ”კუჩხი ბედინერი” უხდება, ამიტომაც ქართველებისთვის ეს ფილმი ახალ წელს ყველაზე მეტად გამორჩეულია.