29 დეკემბერი, 2014

ქორეოგრაფიის კავშირი ქორეოკულტურულ ურთიერთობებს ღონისძიებას უძღვნის

qor1საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირი 29 დეკემბერს ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეის საგამოფენო დარბაზში, ატარებს ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური ქორეოკულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ მორიგ ღონისძიებას.

სამხრეთ საქართველოში მცხოვრები უძველესი ავტოქტონ ეთნოსებს შორის გაწყვეტილი კავშირების აღდგენა და ნდობის ახალ ეტაპზე აყვანა, დღევანდელობის უმთავრეს გამოწვევად იქცა.

აღნიშნული პროცესების უზრუნველყოფაში ტრადიციულ ფოლკლორულ ხელოვნებას, მათ შორის საცეკვაო კულტურას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამგვარი სამუშაოების ამსახველი კომპაქტდისკები და გამოსაფენი ფოტომასალა მომზადდა ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის, ქართული ტელევიზიების, არქივებისა და ცალკეულ მკვლევართა საერთო ძალისხმევით. აღნიშნული მასალის პრეზენტაცია გაიმართება ამ ღონისძიებაზე.