ქეთათო მკვლელი გახდა

qetatoმომღერალი ქეთათო, რომელიც ძალადობის ყველანაირ ფორმას ყოველთვის ღიად გმობს, მკვლელი გახდა. ამისკენ მას იმ გადაღებებმა უბიძგა, რომელშიც მონაწილეობის მიღება მოუწია.

ქეთათო გადაიღეს სარეკლამო კლიპში და ის “Express Pizza”-ს რეკლამას ეხება, თუმცა გულწრფელად უნდა ითქვას, რომ რეკლამის ნაცვლად, მის ავტორებს უფრო ანტირეკლამა გამოუივდათ. კლიპის სცენარის ავტორი და რეჟისორი ალექსანდრე ქორიძეა.

სარეკლამო რგოლში მთავარ როლებში არიან ქეთათო (მეფე) პოპიაშვილი და ეკა ამირეჯიბი. ტელეწამყვანი ეკა ამირეჯიბი დაწესებულების კლიენტია, რომელიც შესვლისთანავე აძლევს შეკვეთას მიმტანს, ქეთათო პოპიაშვილს. თუმცა კლიენტი პროდუქციის უხარისხობით უკმაყოფილო რჩება. მისი დაუსრულებელი წუწუნი და პრეტენზიები იმით სრულდება, რომ გაბრაზებული ქეთათო მკვლელი ხდება და ჩაქუჩით უჩეჩქვავს თავს ეკა ამირეჯიბის გმირს.