ქეთა შათირიშვილი დედა გახდა

10მარჯანიშვილის თეატრისა და სამეფო უბნის თეატრის გამორჩეული მსახიობი თავისი ჟღალი თმით, გარეგნობით და სამსახიობო მონაცემებით ქეთა შათირიშვილი დედა გახდა. ის და მისი მეუღლე ლუკა ჩხაიძე პირველი შვილის, ბიჭის მშობლები პირველ დეკემბერს გახდნენ. ახალბედა მშობლებმა პატარას ნიკო დაარქვეს.

ქეთა შათირიშვილი მარჯანიშვილისა და სამეფო უბნის თეატრის პარალელურად, კინომსახიობთა თეატრშიც თამაშობდა მიხეილ მარმარინოსის მიერ დადგმულ სპექტაკლში “რომეო და ჯულიეტა”. ამ სპექტაკლში განსახიერებული როლისთვის მას ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ორი წლის წინ თეატრალური პრემიაც მიენიჭა.

ახალგაზრდა მსახიობი ასევე მონაწილეობდა ლევან წულაძის მიერ დადგმულ სპექტაკლში “როგორც გენებოთ”, რომელიც სპეციალურად ლონდონის თეატრ გლობუსში შექსპირის ფესტივალისთვის დაიდგა. მანვე ითამაშა ერთ-ერთი როლი დათა თავაძის გახმაურებულ სპექტაკლში “ტკივილი არის ახალგაზრდობა”. ქეთა სამეფო უბნის თეატრის თითქმის ყველა სპექტაკლშია დაკავებული “ტროელი ქალები”, “ფრეკენ ჟული”, “სხვისი შვილები”.

მსახიობი ასევე მონაწილეობს სერიალში “პანიკის გარეშე”, რომელიც ტელეკომპანია “ჯიდიესზე” გადის. ამ ეტაპზე ქეთას შემოქმედებითი პაუზა აქვს აღებული და ამის საკმაოდ საპატიო მიზეზიც აქვს, ის დედა გახდა.

“არტინფო” ულოცავს ქეთასა და ლუკას პირველი შვილის დაბადებას და წარმატებებს უსურვებს.