ქართველმა პიანისტმა ლისტის ფესტივალზე გაიმარჯვა

mar1ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა მარიამ ბაწაშვილმა ფერენც ლისტის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა. 21 წლის ხელოვანმა პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა.

მან საერთაშორისო პრესის ჟიურის პრიზიც მიიღო. კონკურსის თანახმად, გამარჯვებული სამი წლის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ქვეყანაში საკონცერტო პროგრამით წარსდგება. მარიამ ბაწაშვილს თან ახლდება შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც მის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს. პიანისტი სწორედ ამ ჯგუფთან ერთადა ჩამოვიდა საქართველოში.

ფერენც ლისტის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში სამ წელიწადში ერთხელ ტარდება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსები იღებენ.

მარიამ ბაწაშვილი უკვე ოთხი წელია გერმანიის ქალაქ ვაიმარში, ლისტის სახელობის კონსერვატორიაში სწავლობს. ახალგაზრდა პაინისტი არაერთი პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებულია.

გამარჯვებული პიანისტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემაც მიიღო და გამარჯვება მიულოცა. შეხვედრას ეწსრებოდნენ სტუმრები ჰოლანდიიდან ლისტის საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორები რობ ჰილბერნიკი, ქუინთენ პილენი და ნანდელ ჩირკელი.