18 დეკემბერი, 2014

ქართველი მომღერლები ქველმოქმედებისთვის ერთიანდებიან

nikusha1ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები ქველმოქმედებისთვის ერთიანდებიან. მათი ერთობლივი გადაწყვეტილებით, 20 დეკემბერს ტრიუმფში და 26 დეკემბერს კაბანაში კიკეთში ჩაცხრილული 24 წლის ნიკუშა ნატროშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტები გაიყიდება.

კლუბში “ტრიუმფი” კონცერტი 20 დეკემბერს ჩატარდება. ბილეთის ღირებულებაა 15 ლარი. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ კაბუ, დავით ლომიძე, ბაკურ ბურდული, ქუჩის ბიჭები, ნინი ქარსელაძე, ზუკა ხუციშვილი, ბექა ჩხაიძე, კვარტეტი ალილო, ქუჩის მუსიკოსები, ლაშა ღლონტი, თაკო გაჩეჩილაძე, ქრისტინე იმედაძე, ნინი ბადურაშვილი, ანი კეკუა, ფორტე, გიორგი სუხიტაშვილი, ეთო გავაშელიშვილი, მარიკო ლეჟავა, ანრი ჯოხაძე, თიკა ჯამბურია, ლელა წურწუმია, ცისანა სეფიაშვილი, მიშკა მგალობლიშვილი, მაკო კვიტაიშვილი, სალომე ბაკურაძე, ლიზა ყენია, ნინი წიკლაური, ოთო ნემსაძე, თემო საჯაია, ნათია დუმბაძე, თიკა მახალდიანი, მაიკო კაჭკაჭიშვილი, ქეთი კვიცარიძე, რონდო, ჯგუფი “არა” ზურა ჯავახია.

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ნიკუშა ნატროშვილის დასახმარებელი განცხადებები განთავსდა, მისი მეგობრების თქმით, საბანკო ანგარიშზე იყო ჩარიცხული დაახლოებით 37.000 ლარამდე და 12.000 დოლარამდე, მაგრამ ეს თანხა საკმარისი არ არის, ამიტომ ნიკუშას მეგობრები სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებს გეგმავენ, რომ მეგობარი გამოაჯანმრთელონ.