29 დეკემბერი, 2014

ქართველი ხელოვანები ახალ წელს კლიპით გვილოცავენ

artქართველი მსახიობები, მომღერლები, მუსიკოსები და მოცეკვავეები სრულიად საქართველოს დამდეგ ახალ 2015 წელს საგანგებო კლიპით ულოცავენ. ვიდეორგოლის პრემიერა, რომელიც რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა გადაიღო და გოჩა კაპანაძემ დადგა, “იმედის კვირაში” შედგა.

გადაღებები რამდენიმე დღის განმავლობაში მთელ თბილისში მიმდინარეობდა და მასში 1000-მდე ქართველი ხელოვანი ჩაერთო.

ვიდეორგოლმა ფლეშმობის სახე მიიღო. კლიპში აჟღერდა ცნობილი სიმღერა “ფიფქები”, რომელსაც “არტპალას რექორდსმა” სრულიად ახლებური ჟღერადობა მისცა.