4 დეკემბერს ღვაწლმოსილ ლოტბარს ბატონ პოლიკარპე ხუბულავას 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი სახელობის ვარსკვლავს ზუგდიდში გაუხსნიან. საიუბილეო ღონისძიებაა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრ “ოდიშში” გაიმართება.
საიუბილეო ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობა
საიუბილეო საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ანსამბლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან.