6 დეკემბერი, 2014

ფუძნარის ტერიტორიაზე გადარჩენითი სამუშაოებია

fuz1თიანეთის რაიონში ფუძნარის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე გადარჩენითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის ექსპედიცია აწარმოებს. აქ მიმდინარეობს თიანეთი-ჟინვალის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მიმდინარე სამუშაოების დროს დაზიანდა სამარხები, საგზაო დეპარტამენტისა და თსუ-ს ერთობლივი გადაწვეტილებით დაიწყო არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს. გათხრილია ოთხი ორმოსამარხი, რომლებიც თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულითა და ახალი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისით.

მიწაში ამოკვეთილ ორმოში დაკრძალულია ერთი ან ორი ადამიანი, სადაც აღმოჩენილია ბრინჯაოსა და რკინის ნივთები. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რამდენიმე ე.წ. სკვითური ისრისპირი, რომელიც ამ ტიპის ისრის პირებს შორის იშვიათია, ასევე მნიშვნელოვანია ვერცხლის რგოლები, ვერცხლისგან დამზადებული ვერძის გამოსახულება, ქამრის ბალთები და გრავირებული ორნამენტით შემკული სამაჯურები.

იმ ჭრილში სადაც უნდა გაგრძელდეს სამშენებლო სამუშაოები გამოვლენილია კიდევ რამდენიმე სამარხი, რომელიც შემდეგი კონტრაქტის საუძველზე უნდა იქნას შესწავლილი.