ფონდი “იავნანა” საშობაო აქციას გამართავს

iav1პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდი “იავნანა” 10 დეკემბერს ციფრულ სააგენტო Leavingstone-თან და კინოთეატრი “ამირანთან” ერთად ერთობლივ საშობაო საქველმოქმედო აქციას გამართავს. კომპანიებს შორის გაფორმდება მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, ეტაპობრივად, 300 ბავშვი შეძლებს კინოთეატრ “ამირანში” სასურველი ფილმის ნახვას.

“იავნანას” მზუნველობის ქვეშ მყოფი სოციალურად დაუცველი 100 ბავშვი საბავშვო ანიმაცია “ფუტკარი მაიას” ჩვენებას დაესწრება. აქციას დაესწრება ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის სპექტაკლებში მონაწილეობს და ათ დეკემბერს საქართველოში ორი დღით დაბრუნდება.