3 დეკემბერს მსოფლიო უნარშეზღუდულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს ამ ღონისძიებას უერთდება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და მასპინძლობს „კავშირს ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ” და მათ ბენეფიციარებს, ასევე კამილიელთა (შშ პირთა) დღის ცენტრისა, სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციას. სტუმართათვის კონცერტს გამართავენ ბავშვთა ფოლკლორული კოლექტივი „ფერხისა”, ფოლკლორული ანსამბლები „ბასიანი” და „იალონი”. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი მადლობას უხდის ფოლკლორულ ანსამბლებს გამოჩენილი ყურადღებისა და მზრუნველობისთვის.
კონცერტის დაწყებამდე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართება „კავშირის ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ” ბენეფიციარების იმპროვიზებული გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება თექის ნამუშევრები, ნაჭრის თოჯინები, საახალწლო ნაძვის ხეები, საახალწლო მოსართავები და სხვადასხვა აქსესუარები.