27 დეკემბერი, 2014

პანორამა თბილისთან დაკავშირებით ინფორმაცია დახურულია!

rust2ტფილისის ჰამქარი პანორამა თბილისთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს:

“პანორამა თბილისთან დაკავშირებით ინფორმაცია დახურულია! 10 დღის წინ, სამ უწყებაში შეტანილ განცხადებაზე პასუხი ჯერაც არ არის! მერიამ პანორამის ერთ-ერთ ლოკაციას თავისუფლების მოედანზე კოეფიციენტი გაუზარდა. გთავაზობთ არა ოფიციალურად მოპოვებულ რენდერს, რომელზედაც (ფოტო N1) ნათლად ჩანს, რომ რუსთაველის N1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნახევარი ინგრევა!!! კიდევ ერთხელ ვამბობთ, ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით, ეს პროექტია თუ არა წარდგენილი დასამტკიცებლად, მაგრამ ის, რომ თუნდაც თეორიულ დონეზე განიხილება, რუსთაველის გამზირი N1-ის ნახევრად დანგრევა – დანაშაულია ქალაქის წინაშე! ორშაბათს, 29 დეკემბერს, 12 საათზე გელოდებით საკრებულოსთან! თბილისს პანორამა ემუქრება!!!”