ოპერის თეატრი “ჯამბაზებს” წარმოადგენს

jambazebi3 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი რუჯერო ლეონკავალოს ოპერას „ჯამბაზები“ წარმოაგენს.
ოპერა „ჯამბაზები“ რუჯერო ლეონკავალომ კატულ მენდესის პიესის „ტაბარენელი ქალი“ მიხედვით შექმნა. „ჯამბაზები“-ს მსოფლიო პრემიერა 1892 წლის 21 მაისს, მილანში „ტეატრო დალ ვერმეში“ არტურო ტოსკანინის დირიჟორობით შედგა. ამ ოპერის ტრიუმფმა ლეონკავალო ცნობილ პიროვნებად აქცია.
წლევანდელ სპექტაკლ-კონცერტში მთავარ პარტიებს შეასრულებენ თბილისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები თემურ გუგუშვილი, ირინა თაბორიძე, სულხან გველესიანი, ზაალ ხელაია, გია მახარაძე. ოპერის თეატრის გუნდს და ორკესტრს პაპუნა ღვაბერიძე უდირიჟორებს.