17 დეკემბერი, 2014

ნუკა კვალიაშვილი ”ერთი ერთშის” გამოეთიშა

nuka1მომღერალი ნუკა კვალიაშვილი მუსიკალურ პროექტს ”ერთი ერთში” გამოეთიშა. მისთვის პროექტის დატოვება საპატიო მიზეზთან არის დაკავშირებული.

ნუკა გაცივდა და ავად გახდა. ექიმთან ვიზიტისას დადგინდა, რომ მას სახმო იოგების ანთება აქვს, ამიტომაც მისთვის სიმღერა კატეგორიულად აკრძალულია. მას საკმაოდ ბევრი მედიკამენტი აქვს დანიშნული და ხმამაღლა ლაპარაკის უფლებაც არ აქვს.

ნუკა მორიგ საკონკურსო ტურს სტუმრის სტატუსით ეწვია და კოლეგები რიგითი მაყურებლის ამპლუაში გაამხნევა. სამწუხაროდ, მას კონკურსში ყველაზე დაბალი ქულები დაეწერა.