ნიჭიერმა მეოთხე ნახევარფინალისტები დაასახელა

321სახალხო პროექტმა “ნიჭიერი” მეოთხე ნახევარფინალისტები დაასახელა. სულ მეოთხე კონცერტზე შევიდა 40.119 ხმა, აქედან ხმათა უმრავლესობა 31.6 პროცენტი მიიღო მომღერალმა გიორგი ჩიტაურმა და მაყურებლის გადაწყვეტილებით, პროექტის ფინალისტი გახდა.

ჟიურიმ ფინალისტებად დაასახელა კოკა და ნინო, თუმცა გამონაკლისის სახით ფინალში ინდირა ჯგერნაიაც გადაიყვანა. ის რუსთავი 2-ის რჩეული გახდა. როგორც ნიკა გვარამიამ განმარტა, ტელეკომპანიას ამის უფლება კონკურსის წესებიდან გამომდინარე ჰქონდა.

არაის რჩეული კი გახდა ავტომრბოლელი გიორგი კირვალიძე.

მომავალ ორშაბათს “ნიჭიერის” მეხუთე, დასკვნითი ნახევარფინალი გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ პავლოვიჩი, ილუზიონისტი გიორგი კეწელაშვილი, აკრობატი ტატიანა კუნდიკი, მოცეკვავე თეონა მანაგაძე, ავტომრბოლელი მერი გვასალია, აკრობატი გია გოგობერიშვილი, თაკო და გიორგი ჩრდილების ცეკვით და გიორგი და პაპუნა პირსახოცების შოუთი.