28 დეკემბერი, 2014

ნინო სურგულაძე პატრიარქმა მიიღო

nino-sur1ქართველი მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II-მ ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის “ნატვრის ხეს” მიერ ორგანიზებული კონცერტის მონაწილე მსოფლიო ვარსკვლავები მიიღო.

მის უწმინდესობას მსოფლიო ვარსკვლავებმა “ავე მარია: გარმონის და გიტარის აკომპანიმენტით შეუსრულეს, პატრიარქმა კი სტუმრებს მის მიერ შექმნილი საგალობლები მოასმენინა. სტუმრებს უწმინდესმა წარმატებები უსურვა და მადლობა გადაუხადა ქართველი ბავშვების დახმარებისათვის.

საერთაშირისო საქველმოქმედო ფონდის “ნატვრის ხე”-ს დამფუძნებელმა ნინო სურგულაძემ მის უწმინდესობას მადლობა გადაუხადა თანადგომისათვის.

რუსთაველის აკადემიერ თეატრში საქველმოქმედო მარათონი მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით 29 დეკემბერს 22 საათზე დაიწყება, რომელიც ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში გადაიცემა.