18 დეკემბერი, 2014

ნინო ქათამაძე ლონდონში წავიდა

nnn1მომღერალი ნინო ქათამაძე ლონდონში წავიდა. როგორც მისმა კოლეგამ კახა ცისკარიძემ განაცხადა, ნინომ ის ლონდონში კონცერტზე დაპატიჟა, სადაც მას სრულიად მოულოდნელი სიურპრიზი დახვდა:

“2 დღეა მინდა დავწერო და ვერ მოვუყარე თავი აზრებს. მოკლედ, ჩამოვიდა ჩემი უნიჭიერესი და უახლოესი ადამიანი ლონდონში ნინო ქათამაძე. დამპატიჟა კონცერტზე, სადაც არ ვიცოდი რა ხდებოდა და წავედი მეგობრებთან ერთად. თურმე ეს კონცერტი ეძღვნებოდა ვაგიფ მუსტაფაზადეს! სადაც მონაწილეობდა აზიზა მუსტაფაზადე, რალფ სეტო (ბასი), სიმონ ზიმბარდო (დრამი), როიალ ფილარმონიკ ორკესტრა, დირიჟორი ტიმოტი რედმონდი.

მეორე ნაწილში: ნინო ქათამაძე, თამაზ ყურაშვილი (ბასი), დავით აბულაძე (დრამი), ზურა რამიშვილი (პიანო), იგორ ბუტმანი (საქსაფონი). მინდა ნინო ქათამაძეს ვუთხრა მადლობა ასეთი სიურპრიზისთვის!!! მინდა ყველა ქართველს შევახსენო და ვუთხრა, რომ ასეთი წარმატება არის აღსანიშნავი და პატივსაცემი ფაქტი. არ მესმის სად იყო ქართული ტელევიზია?! არ მესმის სად იყო ქართული მედია?! გაუგებარია რას ემსახურება ქართული ჟურნალისტიკა თუ არა თავისი ქვეყნის პოპულარიზაციას მსგავსი ფაქტების სახით?! ეს ხომ მსოფლიოში უმაღლესი დონის თუ კლასის კონცერტი იყო ხალხოოოო! ან რა ჭირს ქართველობას ზოგადად?! არ აღიარების სინდრომი რომ შეეყარა მთელ ერს?!

მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ მომეცა საშუალება ჩემი თვალით და ყურით მომესმინა ლონდონის საუკეთესო დარბაზში ვაგიფ მუსტაფაზადესადმი მიძღვნილი კონცერტი, სადაც გენიალური ქართველი მუსიკოსები მონაწილეობდნენ და მათ შორის ჩემი ცხოვრების უახლოესი ადამიანი ნინო ქათამაძე. ნინო, შენ ხარ მსოფლიო ვარსკვლავი და ამას უახლოეს მომავლში გაიგებს მსოფლიო, ქართველები არ ვიცი როდის!!! არ მყოფნის სიტყვები და ვერ გადმოგცემთ ჩემს მდგომარეობას! ცრემლები მომდიოდა ბედნიერებისგან და სიამაყისგან! ღმერთმა გვიმრავლოს ქართველებს ასეთი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები და ღმერთმა მოგვცეს ქართველებს იმის შეგნება და ნიჭი მსგავსი ადამიანების პატივისცემისა და აღიარების!!!”