30 დეკემბერი, 2014

ნინო ქათამაძე ახალ წელს ბათუმში იმღერებს

nnn131 დეკემბერს ახალი წლის ღამეს მომღერალი ნინო ქათამაძე და ჯგუფი “ინსაითი” კონცერტს ღია ცის ქვეშ გამართავს.

2015 წლის დადგომას მომღერალი თავის თანამემამულეებს ერას მოედანზე გამართული კონცერტით მიულოცავს, სადაც შესრულდება როგორც ახალი მუსიკალური კომპოზიციები, ასევე ცნობილი სიმღერები.

ნინო ქათამაძესთან და ჯგუფ ინსაითთან” ერთად საღამოზე ასევე დაუკრავს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. ნინო ქათამაძემ მათთან ერთად კონცერტები გამართა საქართველოს ფარგლებს გარეთაც, სადაც თავისი და “ინსაითის” ერთობლივი მოღვაწეობის 15 წლის იუბილე აღნიშნა.