4 დეკემბერი, 2014

ნინი წიკლაური “ერთი ერთშის” ლიდერი გახდა

niniმომღერალი ნინი წიკლაური მესამე ლაივ კონცერტის ლიდერი გახდა. მან და მის მიერ განსახიერებულმა ლორდმა ჟიურის და კონკურსის მონაწილეების მოწონება ყველაზე მეტად დაიმსახურა. ნინიმ მთლიანობაში 150 ქულა დააგროვა, თუმცა საბოლოოდ პირველ ადგილზე სალომე ბაკურაძეა 155 ქულით. ოთხეულში არიან სალომე ბაკურაძე, ნინი წიკლაური, გიორგი სუხიტაშვილი და გოგა მესხი.

ლოტოტრონმა მორიგი ოთხშაბათისთვის კონკურსანტებს მომღერლები ასე გადაუნაწილა: ნუკა კვალიაშვილს ფინქი შეხვდა, ზუას ჯავახიას ბოი ჯორჯი, თემო საჯაიას ჯო დასენი, გოგა მესხს მარვინი, გიორგი სუხიტაშვილს ჯონ ლეჯენდი, სალომე ბაკურაძეს მისი ელიოტი, ლიზა ყენიას ალიშა ქისი, ნინი წიკლაურს კი სიმპლი რედი.