9 დეკემბერი, 2014

ნიკო გომელაურის პოეზია ქველმოქმედებისთვის

niko1მსახიობისა და პოეტის ნიკო გომელაურის პოეზია არაერთხელ გამხდარა კეთილი საქმის წამოწყების მთავარი მიზეზი.

გამონაკლისი არც ამჯერადაა. 9 დეკემბერს ტექნიკურ უნივერსიტეტის თეატრ სტუდია “მოდი ნახეში” გაიმართება პოეზია-სპეკტაკლი მსახიობისა და პოეტის ნიკო გომელაურის შემოქმედების მიხედვით: “ნიკო და მუზები“.

მასში მონაწილეობას მიიღებენ თემო გორგაძე, მინდია ქიტიაშვილი, გაგი მეგრელიძე, ნიკოლოზ გოგილიძე, ლერი ომარაშვილი, მარიამ მაღლაკელიძე, ნინი კოტორაშვილი, თეო ცინცაძე, ქეთევან ექვთიმიშვილი. ტექნიკური რეჟისორი ზურა ბარბაქაძე, ქორეოგრაფი ნინი კოტორაშვილი, რეჟისორი ლერი ომარაშვილი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნუგზარ ბუცხრიკიძე.

საქველმოქმედო საღამოზე დასასწრები ბილეთის ფასი 2 ლარია. სპექტაკლი ბერი ანდრიას სახელობის ფონდისათვის ჩატარდება.