2 დეკემბერი, 2014

ნელი ფურტადო იუბილარია

neliპორტუგალიური წარმოშობის კანადელი მომღერალი, კომპოზიტორი, ჩანაწერების პროდიუსერი და ინსტრუმენტალისტი ნელი ფურტადო 2 დეკემბერს იუბილარია. მას 36 წელი შეუსრულდა.

ფურტადო ფართო მასებისთვის ცნობილი 2000 წელს გამოშვებული სადებიუტო ალბომით და გრემის მფლობელი სიმღერით გახდა. შვილის გაჩენის და კომერციულად ნაკლებად წარმატებული ალბომის გამოშვების შემდეგ, ის სალიდერო პოზიციებს 2006 წელს ახალი ალბომის გამოშვებით დაუბრუნდა, რასაც თან სდევდა ჰიტი სინგლები.

მომღერალი ცნობილია თავისი ექსპერიმენტებით სხვადასხვა ინსტრუმენტების, ჟანრების, ენების და ვოკალური სტილების გამოყენებით. ეს მრავალფეროვნება მისი სხვადასხვა კულტურებით დაინტერესებით და მრავალფეროვანი მუსიკალური გემოვნებიდან გამომდინარეობს. პირველი მუსიკოსები, ვისთანაც ნელის შეხება ჰქონდა ანდერგრაუნდ რეპერები და დიჯეები იყვნენ.