22 დეკემბერი, 2014

მიზანთროპი რუსთაველის თეატრშია

premiera-rust123 და 24 დეკემბერს რუსთაველის თეატრში პრემიერაა. მცირე სცენაზე რეჟისორი გოშა გორგოშიძე ჟან-ბატისტ მოლიერის „მიზანთროპს“ წარმოადგენს. პიესის თარგმანი გოშა გორგოშაძეს და ნინო კანტიძეს ეკუთვნით, ერთმოქმედებიანი დრამატული კომედიის მხატვარი ნინო თათარაშვილია, მუსიკალური გამფორმებელი ია საკანდელიძე, ქორეოგრაფები კოტე ფურცელაძე და ცისია ჩოლოყაშვილი, რეჟისორის თანაშემწე რუსუდან ბარბაქაძე.

სპექტაკლში მონაწილეობენ მანანა აბრამიშვილი, ლელა ახალაია, გოგა ბარბაქაძე, პაატა გულიაშვილი, კახა კუპატაძე, ქეთი სვანიძე, ბექა სონღულაშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია და ლაშა ჯუხარაშვილი.

„სამართლიანობის და პატიოსნებისთვის მებრძოლი ალცესტისთვის ცხოვრება ადვილი არ არის. ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდება ადამიანთა მანკიერებებს: უსამართლობას, პირფერობას, უგუნურთა თავხედობას და… ვინ მოთვლის კიდევ რამდენი რამ უმწარებს ცხოვრებას მელანქოლიკ ალცესტს. მაგრამ უმწარებს კი? ის თითქოს კმაყოფილია ადამიანთა მანკიერებებით, რადგან თავის მორალურ უპირატესობას გრძნობს და ეს უფლებას აძლევს კაცობრიობა მოიძულოს, „ბრძოლა გამოუცხადოს“. ალცესტს მშვენიერი სელიმენა უყვარს, ნაადრევად დაქვრივებული, ცხოვრების მოყვარული ლამაზმანი. ქალი დროს მხიარულად ატარებს და ყველა კაცს ეკეკლუცება. მართალია, სელიმენას ალცესტი უყვარს, მაგრამ ყველაფერს საითარი თავისუფლება ურჩევნია. ალცესტს სელიმენასთან ერთად საზოგადოებისგან გაცლა და უდაბნოში განმარტოება განუზრახავს, მაგრამ სატრფოს დათანხმება რთულია…“ – ასეთის სპექტაკლი სინოფსისი.