20 დეკემბერი, 2014

მგზავრები კონცერტს მოსკოვში გამართავს

mgzavrebi120 დეკემბერს ჯგუფი მგზავრები კონცერტს მოსკოვში გამართავს. ქართველ მომღერლებს ღონისძიება კლუბში “16 ტონი” აქვთ დანიშნული. როგორც კლუბის ხელმძღვანელობა აცხადებს, “მგზავრების” კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. ჯგუფი უკვე კარგა ხანია კონცერტებს რუსეთის დედაქალაქში მართავს.

“მგზავრები” პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც დავით იმედაშვილის ფილმისთვის “ოცნების ქალაქი” სიმღერები ჩაწერეს. რუსული კლუბის ინფორმაციით, ჯგუფის სიმღერებში ორიგინალურად არის ერთმანეთთან შერწყმული ქართული ფოლკლორი და თანამედროვე მუსიკალური ჟღერადობა.

მუსიკოსებმა თავიანთი მოღვაწეობის პერიოდში ითანამშრომლეს პლასიდო დომინგოსთან, ნინო ქათამაძესთან, ანდრეა ბოჩელთან, ასევე ერთ-ერთ უკრაინულ ჯგუფთან, რომელთანაც ჩაწერეს სიმღერა “ქარი ქრის”.

რაც შეხება რუსეთში მათ პოპულარობას, ჯგუფმა ევგენი გრიშკოვეცთან ერთად გამოუშვა ფირფიტა, რომელმაც მგზავრები პოპულარული ელვის სისწრაფით გახადა. “მგზავრების” ერთ-ერთმა ბოლო ალბომმა კი მსმენელში ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.