20 დეკემბერი, 2014

მერაია ქერის სასამართლოში უჩივლეს

meraia12014 წლის ბოლო დღეები საკმაოდ წარუმატებელია მსოფლიო ვარსკვლავის მერაია ქერისთვის. ჯერ იყო და ამერიკის მთავარი ნაძვის ხის გახსნის ცერემონიალზე შესრულებული სიმღერისთვის გააკრიტიკეს, ახლა კი სასამართლოში უჩივლეს. სარჩელი სასამართლოში მისმა ყოფილმა დამხმარემ ილსერ ოლივერმა შეიტანა. ის ითხოვს მომღერლისგან მთელი იმ თანხის გადახდას, რომელიც მას კანონიერად ეკუთვნის.

49 წლის ქალი ირწმუნება, რომ მერაიასთან მუხლჩაუხრელად მუშაობდა 2007 წლიდან და დღეში 17 საათს უწყვეტად ასრულებდა მის ბრძანებებს: ალაგებდა ოთახებს, ყიდულობდა პროდუქტებს, ემსახურებოდა არა მარტო მერაიას, არამედ მის ნათესავებსა და მეგობრებს და აკეთებდა კიდევ ბევრ რამეს, რაც მათ მიერ გაფორმებულ კონტრაქტში არ ეწერა. თავის მხრივ, მომღერალი პირდებოდა დამხმარე ქალბატონს, რომ ამ სამუშაოსთვის ფულს დამატებით გადაუხდიდა, თუმცა ამა წლის ივნისში მერაიამ დამხმარე ქალბატონი სამსახურიდან გაათავისუფლა, დამატებითი თანხის გადახდაზე კი უარი განაცხადა.

ილსერ ოლივერის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს და მოღერალი იმ თანხას გადაიხდის, რაც დამხმარე ქალბატონისთვის მართებს:

“ჩემი კლიენტი შრომისმოყვარე ადამიანია. ის შრომობდა არა მარტო მთელი დღის განმავლობაში, არამედ გვიან ღამემდეც. ვარსკვლავები უნდა შეეჩვიონ, რომ კანონს დაემორჩილონ.”