6 დეკემბერი, 2014

მეგამ რჩეულები დააჯილდოვა

megaსაქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” მე-15 ცერემონიალი თბილისი ართ ჰოლში გაიმართა და მისმა ორგანიზატორებმა რჩეულებიც გამოავლინეს. მეგა 27 ნომინაციაში გაიცა და ქართული კულტურის ყველა სფერო მოიცვა.

ნომინაციაში წლის კონცერტი დაჯილდოვდა თემურ წიკლაური თელავში ჩატარებული სოლო-კონცერტისთვის. წლის პოპულარული სიმღერა გახდა „კართან მოვა შემოდგომა“ ჯგუფის „გამოუვალი მდგომარეობა“ შესრულებით, წლის პოპულარული მომღერალი დათო კენჭიაშვილია, წლის დუეტი ოთიკო ანდრიაძე და ოთო ბერიშვილი, წლის კლიპი ანი სირაძე, წლის ჯგუფი ანსამბლი „გორდელა“, საუკეთესო სასცენო იმიჯი თემურ წიკლაური, ხალხის სიმპატია ბესო კალანდაძე, ყველა თაობის მომღერალი ვახო ტატიშვილი, პოპულარული კომპოზიტორი ნუგზარ ერგემლიძე, პოპულარული ავტორ-შემსრულებელი პანჩო, “ოძელას მეგა” დათო ოძელაშვილის სახელობის “მეგა” შემოქმედებითი ღვაწლისა და მუსიკალურ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის მიშა ზაქარეიშვილმა მიიღო, “თეონას მეგა” თეონა ქუმსიაშვილის სახელობის “მეგა” ფოლკლორის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის ნათია ქოროღლიშვილს გადაეცა.ბრენდი ” საქართველოს ოქროს ვარსკვლავი მერაბ სეფაშვილი გახდა, ბრენდი საქართველოს ოქროს დუეტი „ორი ჯუჯა“, საუკეთესო ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „გორულა” (ქალაქი გორი), საუკეთესო ვოკალისტი (ქალი) სოფო ბედია, საუკეთესო ვოკალისტი (კაცი) ბორის ბედია, წლის პროდუქტიული მომღერალი დათო კენჭიაშვილი, პოპულარული პატრიტული სიმღერა თემურ წიკლაური „იარონ“, წლის სკანდალი ხატია წერეთელი „სიმღერა ქართულ ჯარს“, წლის სირცხვილია (ნომინაცია “უხერხულია”) – „ახვარი მამა“ ერეკლე დეისაძე, ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჟურნალისტი ნინო მჭედლიშვილი (ჟურნალი „რეიტინგი“), რესტორნის საუკეთესო მომღერალი რესტორანი „კრწანისი“, ქართულ-ებრაული წლის სიმღერა ბაია გიორგაძე „ოდა ისრაელ“, ქართულ-ებრაული წლის დუეტი ბადრი ჯანაშვილი და ზურა ჩინჩალაძე და წლის ნიჭიერი ნუცა ბუზალაძე.