28 დეკემბერი, 2014

მაუგლი გრიბოედოვის თეატრშია

maugli2გრიბოედოვის თეატრი ტრადიციულ საახალწლო სპექტაკლებს იწყებს. ამჯერად პატარა მაყურებლისთვის კიპლინგის “მაუგლი” დაიდგა, რომელმაც მიუზიკლის სახე მიიღო. წარმოდგენის რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავაა. პრემიერა 2 იანვარს არის დაგეგმილი.

29 დეკემბრიდან 11 იანვრის ჩათვლით გრიბოედოვის თეატრი ტრადიციულ საახალწლო სპექტაკლებს გამართავს. მაყურებლების თხოვნით გრიბოედოვის თეატრის დიდ დარბაზში დაინიშნა დამატებითი სპექტაკლები 29 დეკემბერს „კონკია“, 5 იანვარს „თორმეტი თვე“ და 11 იანვარს „საშობაო ზღაპარი“.