30 დეკემბერი, 2014

მარჯანიშვილის თეატრი 2014 წელს აჯამებს

mar1კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი 2014 წელს აჯამებს:

“2014 წელი თეატრისათვის მოკლედ ასე გამოიყურება: სპექტაკლების რაოდენობა წლის განმავლობაში – 478, პრემიერები – 19, მაყურებლის რაოდენობა – 50.000.

ვიყავით ჩინეთში, ისრაელში ორი სხვადასხვა სპექტაკლით, სერბეთში.

ასევე ვიყავით ქუთაისში, ბათუმში, თელავში რამდენჯერმე, ახალციხეში.

რეპერტუარშია 41 სპექტაკლი და 3 სცენა მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა!

გაგვიჩნდა ბევრი ახალი მეგობარი და საინტერესო პროექტი!

2015 წელს იმედებით და კარგი განწყობით ვხვდებით!”