24 დეკემბერი, 2014

მარიამ პავლიაშვილი: “გთხოვთ პატიებას!”

mariam2მომღერალი მარიამ პავლიაშვილი განვლილ 2014 წელს აფასებს და ყველა იმ ადამიანს სთხოვს პატიებას, ვისაც აწყენინა:

“აი ჩემი ამ წლის რეზიუმე – ეს წელი ძალიან რთული ბევრი ცუდით და კარგით. რაც 21 წლის განმავლობაში ბავშვი ვიყავი, ერთად გავიზარდე მემგონი. ბევრი საინტერესო რაღაც გადამხდა. ბევრმა მაწყენინა, ბევრსაც ვაწყენინე. საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად დამთავრდა და ამ წელს საერთოდ ახალი ცხოვრება დავიწყე. გააზრებულად, დაფიქრებულად შევქმენი ყველაზე მაგარი ოჯახი! შევიძინე უსაყვარლესი ახალი ოჯახის წევრები, რომლებიც უკვე ძალიან მიყვარს და რაც მთავარია, ცხოვრების მეგზურად ავირჩიე ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან ვუყვარვარ! გამოვიდა, რომ ეს წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერად სრულდება, რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო. კიდევ ბევრი წელი მინდა, რომ ბედნიერად გავატაროთ, ბევრი ახალი შევიძინოთ და არასოდეს მივტიროდეთ ძველს. რაც მთავარია, ყველას გთხოვთ პატიებას, ვისაც ამ წელს გაწყენინეთ. რაც ხდება, ყოველთვის სწორად ხდება ხოლმე, მიუხედავად ბევრი შეცდომისა. აი ასე და ამგვარად მეგობრებო! გილოცავთ დამდეგ 2015 წელს და გისურვებთ, როგორ ბედნიერად, მთლიანად და სრულყოფილადაც მე ვგრძნობ თავს ჩემს დავით კილასონიასთან ერთად, ისე გეგრძნოთ თავები თქვენც! მიყვარხართ!”