16 დეკემბერი, 2014

“ლილე” ნიჭიერის ფინალისტი გახდა

lile1სახალხო პროექტ “ნიჭიერის” მეორე ნახევარფინალში მაყურებელმა რვა კონკურსანტი იხილა. ჯგუფი “ნერო”, კორნელი მაისაშვილი, ანსამბლი “ლილე”, სიუზან საქსი, ნორიკ იაჟიან, თეკლა ასლანიკაშვილი, ამალია ჯიბლაძე და მოცეკვავეების ოჯახი.

მეორე ნახევარფინალში სულ შევიდა 39.694 ხმა, მათი უმრავლესობა 48,7 პროცენტი მიიღო და მაყურებლის გადაწყვეტილებით ფინალში გადავიდა ანსამბლი “ლილე”.

ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალში გადავიდა ამალია ჯიბლაძე.

ელჯის ფავორიტი კი გახდა თეკლა ასლანიკაშვილი.

პირველ ნახევარფინალში მაყურებელმა მოცეკვავეები თემო და ქეთიგადაიყვანა ფინალში, ჟიურიმ გევორქ პეტროსიანი, ელჯიმ კი ჯგუფი ჰეფი ჰენდს.