4 დეკემბერი, 2014

ლევან თუთბერიძე 55 წლისაა

1levanქართველი კინორეჟისორი ლევან თუთბერიძე 4 დეკემბერს 55 წლის იუბილეს ზეიმობს.

რეჟისორი მაყურებელს განსაკუთრებულად დაამახსოვრდა ფილმიდან “დიმიტრი მეორე”, სადაც მთავარი როლი შეასრულა. “როგორ ვიცხოვრო უშენოდ”, “კარუსელი”, “დილის ნისლივით” – ეს ის ფილმებია, რომლებშიც რეჟისორი მსახიობის ამპლუაში წარსდგა.

ლევან თუთბერიძის ერთ-ერთი ბოლო ფილმის “ცხრა მთას იქით” პრემიერა 5 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზეა დაგეგმილი. მანამდე იუბილარმა რეჟისორმა გადაიღო “უშენოდ მგონი მოვკვდები”, “გასეირნება ყარაბაღში”, “წარსულის აჩრდილები”, “ნაზარის უკანასკნელი ლოცვა”, “მახარე”.

ლევან თუთბერიძის სახელი დაკავშირებულია პირველი დამოუკიდებელი კინოსტუდია “აისის” დაარსებასთან. ის ასევე არის კინოთეატრ “ამირანის” ერთ-ერთი ფუძემდებელი.